17 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
ასობით დაშავებული და დაკავებული - ანტიოკუპაციური აქციაზე მყოფ მოქალაქეებს ხელისუფლებამ ესროლა ტყვიები, რომელიც კლავს 

მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დასასრული - რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მისულ სტუდენტს ვერ წარმოედგინა, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლება სიცოცხლისთვის საშიშ იარაღს გამოიყენებდა. ვახტანგ ბერიკაშვილმ ერთ-ერთია ათობით დაშავებულებს შორის, რომელმაც ძლიერი ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მას ესროლეს ტყვია, რომელიც კლავს.

ტყვიების შემადგენლობაში, რომ რეზინზე მეტად მეტალი ჭარბობს, ეს ერთ-ერთი დაზარალებულის ტომოგრაფიამაც აჩვენა. ცნობილი რადიოლოგი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი სოფო ჭედია, სოციალურ ქსელში, ამის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მალავს, რა ტყვიები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომელი ქვეყნის წარმოებაა და არის თუ არა დამიზნებით მისი ახლო მანძილიდან სროლა ნებადართული.

ქართველმა სამხედრომ, ირაკლი ქურასბედიანმა დამოუკიდებლად გამოიძია რა ტყვიები გამოიყენა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების დროს ხელისუფლება ხალხის წინააღდეგ. აცხადებს, რომ ტყვია, რომელიც ამერიკული მწარმოებლის ანალოგია, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთიდან ან რუსეთიდან აქვს შესყიდული. ეს ვაზნები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პირველად გამოიყენა. ქურასბედიანი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ ტყვიები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაიდუმლოებული შესყიდვით 1 წლის შეიძინა.

No photo description available.12 მილიმეტრიანი რეზინის ტყვიების გამოყენებას სპეციალური ინსტრუქცია აქვს - მწარმოებელი მიუთითებს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, ამიტომ მისი ახლო მანძილიდან სროლა აკრძალულია. ლეტალური შედეგი დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიასა და გასროლის სხვა პარამეტრებზე.

„დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი რეზო ჭარბაძე, რომელმაც შეიარაღება კარგად იცის, ამბობს, რომ 20 ივლისს გამოყენებული ტყვიები თავის დროზე ცხოველების გასანეიტრალებლად შეიქმნა, რომ ტყეში მოულოდნელად გამოჩენილი დათვი შეაჩეროს და ის რეინჯერს თავად არ დაესხას.

ტყვიებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია და ასობით მოქალაქეს მძიმე დაზიანება მიაყენა, რამდენიმე ანალოგი აქვს. მახასიათებლები განსხვავდება ფერებით: რაკეტის ფორმის ყვითელი ტყვია ყველაზე მსუბუქია, შავი - შედარებით მძიმე, ხოლო წითელი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა 20 ივნისის რამეს აქციის დასაშლელად გამოიყენა ყველაზე მძიმეა.

ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ტყვიების გამო იმ პირთა პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც შეისყიდა და შემდეგ გასცა ბრძანება, რომ მძიმე და დამაზიანებელი ტყვიები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ესროლათ.

დემონსტრანტების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ყველა საშუალება, რაც კი არსენალში ჰქონდა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე არ დარჩა არაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს ქუჩაში ხალხის წინააღმდეგ არ გამოიყენეს.

დღის ამბები