17 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
"სასწრაფოდ გამოუშვი ეს ბიჭები, თორემ შეიძლება ვეღარ გაასწრო შენი რეზიდენციებიდან" - ნათელაშვილი ივანიშვილს მიმართავს  

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ხელისუფლებას 20 ივნისის ღამეს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას სთხოვს. შალვა ნათელაშვილის პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ აქციის დაშლის ბრძანება სწორედ მან გასცა. დღეს მან მცხეთაში მდებარე საკნებში მყოფებს საკვები მიუტანა.

„დღეს მოვიტანეთ დაკავებულებისათვის საკვები. მე მოვუწოდებ სისხლიან ივანიშვილს, რომელიც აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს და ჰააგის ტრიბუნალის წინაშე გენოციდისათვის, რაც მან ჩაიდინა იმ ღამეს. ეს მისი ბრძანებით იყო. სასწრაფოდ გამოუშვი ეს ბიჭები. სასწრაფოდ გამოუშვი, თორემ შეიძლება ვეღარ გაასწრო უკვე შენი სახლებიდან და რეზიდენციებიდან. ამ ბიჭების საკნები, რომლებიც დღეს არიან პოლიტპატიმრები და საკუთარი უფლებების დაცვისათვის დასჯილნი, აუცილებლად დაგვჭირდება ივანიშვილის და მისი ხროვისათვის. ძალიან მალე ისინი დაიკავებენ ამ საკნებს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

20 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა 305 დემონსტრანტი დააკავეს, აქედან პატიმრობა მიესაჯა 100-ზე მეტს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორებში არაინ გადანაწილებული. თბილისში არსებული საკნები გადავსებულია და დაპატიმრებულთა ნაწილი რეგიონებში გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები