17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
მას შემდეგ, რაც იყო პროტესტი, მოიტანეს აქ ეს სცენაც და ბარიერები - ირმა ნადირაშვილი

პარლამენტის წინ, სადაც აქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, ჯებირები მიიტანეს. მას შემდეგ, რაც ადგილიდან მერიამ სცენა და ჯებირები გაიტანა, ადგილზე აქციის ორგანიზატორები და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მივიდნენ. მწვავე პროტესტის შემდეგ მერიამ სცენა ადგილზე დააბრუნა, უკვე მოგვიანებით კი ადგილზე ჯებირებიც მიიტანა.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება ირმა ნადირაშვილიც. ის თბილისის მერს მიმართავს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და ნუ უშლის ხელს აქციის მონაწილეებს.

„მქონდა კომუნიკაცია ვიცემერთან და შესაბამის სამსახურთან. მათ თქვეს, რომ დიახ, დასუფთავების სამსახურის წაღებულია ეს სცენები და მიმითითეს, რომ მეძებნა სცენები ბელიაშვილის რომელიღაცა საწყობში. მას შემდეგ, რაც იყო პროტესტი ორგანიზატორების მხრიდან, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, მათ მოიტანეს აქ ეს სცენაც და შემდეგ, დამატებითი ღონისძიებების შემდეგ მოიტანეს ბარიერები. ეს ბარიერები  ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ კალაძის გამოგზავნილმა ზონდერებმა ვერ შეძლონ ამ აქციას მისცენ პროვოკაციული ხასიათი. ჩვენ ეს გუშინ ავირიდეთ და დღესაც აუცილებლად ავირიდებთ თავიდან. მე ვთხოვ კახი კალაძეს, რომ მან მართლა თავისი მოვალეობა შეასრულოს. ასეთი ტონით ნუ ლაპარაკობს იმიტომ, რომ მხოლოდ გახარიას გადადგომა არ არის ერთ-ერთი მოთხოვნა. მთავარია, რომ ჩინოვნიკებმა, რომელთაც ხელფასს ჩვენ ვუხდით, თავისი მისია შეასრულონ, თავისი მოვალეობა და არ შეეცადონ, აქ აქციის არევ-დარევას, რაც ნამდვილად არ გამოუვათ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები