17 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
20 ივნისის ღამეს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს აქციის ფონზე ჩაივლის

სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დარბევისას დაკავებულთა პროცესი დღესაც გაგრძელდება.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესებიც, სხვა ჩატარებული სხდომების მსგავსად სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული სტანდარტებისგან შორს იქნება. სწორედ ამიტომ სასამართლო პროცესების პარალელურად სააპელაციო სასამართლოსთან დღეს აქცია გაიმართება.

გვიან ღამით მოსამართლე ლევან მურუსიძემ დაკავებული ხუთი პირი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ერთის გარდა, საბოლოოდ ყველა გათავისუფლდა.

„რაც მეტი საზოგადოებრივი ყურადღება იქნება სასამართლო პროცესებზე, მით დიდი შანსია, რომ გამოვუშვათ ის დაკავებული ხალხი. ჩვენ გვინდა რომ მათ ჰქონდეთ ნამდვილი სასამართლო პროცესები და არ ის, რომელიც ვნახეთ და ამისთვის ვიქნებით სასამართლოსთან 11:00 საათზე. ყველას კონსტიტუციური უფლებები უნდა იყოს დაცული. თუ იქ იქნება ხალხი და საზოგადოებრივი ყურადღება, მაშინ იზრდება შანსი, რომ ისინი გამოვლენ გარეთ,“- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ.

20 ივნისს თბილისის ცენტრში სულ 305 დემონსტრანტი დააკავეს.

დღის ამბები