საპელაციო სასამართლოსთან აქციისთვის ემზადებიან. მეორე ინსტანციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და იურისტები იმყოფებიან. ისინი თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვენ. აქციაზე იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძეც.
აქცია კი, 20 ივნისის ღამეს, დარბევისას დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესებს უკავშირდება, რომელიც დღესაც გაიმართება. სააპელაციო სასამართლოში 12 საქმეა შესული. გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელითაც აქციაზე დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესებიც, სხვა ჩატარებული სხდომების მსგავსად სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული სტანდარტებისგან შორს იქნება. სწორედ ამიტომ სასამართლო პროცესების პარალელურად სააპელაციო სასამართლოსთან დღეს აქცია გაიმართება.