17 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
„კეთილი ინებეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ, უჭერთ მხარს გახარიას, თუ არა" - სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომა დატოვა

ხმაური ბიუროს სხდომაზე - „ევროპულმა საქართველომ“ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით ჩატარდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიცია პარლამენტის შტურმით იღებდა. ოპოზიციის წევრებმა კი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს, რომ ხალხის მღელვარება პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების შეყვანამ გამოიწვია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არცერთი კომიტეტის სხდომა აღარ ჩაატარა იმის გამო, რომ 20 ივნისის დარბევის შესახებ ოპოზიციას არ ესაუბრა.

„კეთილი ინებეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ, რას აპირებთ, უჭერთ მხარს გახარიას თუ არა. კეთილი ინებეთ და ხვალ არის სესია და მანამდე გადაწყვიტეთ რას აპირებთ,“-განაცხადა კაპანაძემ.

ამ განცხადების შემდეგ სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომა დატოვა. სერგო რატიანმა კი მოითხოვა, რომ გახარიას პასუხისმგებლობის დაყენების საკითხის განხილვა ხვალინდელი სესიის დღის წესრიგში გაიწეროს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი ბიუროს სხდომა სოფლის მეურნეობის საკითხებზე საუბრით გააგრძელეს.

სერგი კაპანაძემ კი განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მუშაობა არაადეკვატურია. მისი თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტში არ განიხილონ.  

დღის ამბები