17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
"ჩვენ ვერ შევეგუებით შს მინისტრს, რომელიც საკუთარ ხალხს ასახიჩრებს, გახარია უნდა წავიდეს"-მიშა მშვილდაძე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ტრიბუნაზე ერთმანეთს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ცნობილი სახეები ცვლიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ მიაღწიეს გამარჯვებას, რომელიც არჩევნების პროპორციული სიებით ჩატარებას გულისხმობს, თუმცა ეს არასაკმარისია. მიშა მშვილდაძის თქმით, აქციის მონაწილეებს არ აქვთ მთავარი და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთხოვნა. ყველაფერი, რასაც ისინი ითხოვენ, მნიშვნელოვანია და გამომდინარეობს იმ მძიმე მოვლენებისგან, რომელიც 20 ივნისს მოხდა.

„ჩვენ ვართ გამარჯვების გზაზე შემდგარი საქართველო. ჩვენ ვართ ერთ მუშტად შეკრული საქართველო, ჩვენ ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველო. პირველი დიდი გამარჯვება იყო ის, რაც დღეს მოხდა როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ის მზადაა  პროპორციული არჩევნებისთვის. ქართული ოცნების იდეა იყოო პროპორციული არჩევნების ჩატარებაო. მის სინდისზე იყოს და ამ სიმართლით იაროს. ჩვენ მოთხოვნებში არ არის მთავარი და მეორე ხარისხოვანი. თითოეული მოთხოვნა რომლესაც აქ, ამ აქციაზე ვაყენებთ არის ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და გამომდინარეობს ლოგიკურად იმ მოვლენებიდან, იმ საშინელებიდან რისი შემსწრეც გაგვხადეს. ჩვენ ვერ შევეგუებით სანამ ბოლო ადამიანი რომელიც დააკავეს არ გათავისუფლდება. ჩვენ ვერ შევეგუებით პოლიტპატიმრების არსებობას ქვეყანაში. ჩვენ ვერ შევეგუებით შს მინისტრს რომელიც  უცხო ქვეყნის დამქაშების საამებლად საკუთარ ხალხს ასახიჩრებს და წამლავს, გახარია უნდა წავიდეს და უნდა წავიდეს სასწრაფოდ,“-განაცხადა მიშა მშვილდაძემ. 

დღის ამბები