სტიქია დედაქალაქში - ძლიერმა წვიმამ ისნის რაიონის მცხოვრებლები დააზარალა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი სახლებიც.
დაზარალებულები უყურადღებობაზე საუბრობენ. რაიონის გამგეობაში კი ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებით ქირით გაყვანა შესთავაზეს, თუმცა მათმა უმეტესობამ შეთავაზებაზე უარი თქვა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით გუშინ 300-მდე შეტყობინება შევიდა. შეტყობინებები ძირითადად ხის წაქცევასა და საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას ეხებოდა.