რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე, ალექსი ჩიღვინაძე, მუქარაზე საუბრობს. ჩიღვინაძე განცხადებას, სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, დაემუქრნენ მამამისს, რომელიც უკვე წლებია რკინიგზაში მუშაობს. ჩიღვინაძის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც შეიტყვეს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, დაიბარეს და უთხრეს, რომ ჯობდა აღარ წასულიყო აქციებზე.
"ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე. რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფას წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?" - წერს ალექსი ჩიღვინაძე.