ხელისუფლებამ თბილისში რეგიონებიდან, აქციის დასარბევად ჩამოყვანილი სპეცრაზმელები უკან დააბრუნა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 100 თანამშრომელი, სასტუმრო “კრუიზში“ იმყოფებოდა.
„კურიერის” წყაროს ინფორმაციით, 100-მდე პოლიციელი სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს. მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა, მიკროავტობუსებით უკვე დატოვეს ტერიტორია, თუმცა უცნობია, სად წაიყვანეს ისინი.
„შაბათი-კვირა და დღეს გაიყვანეს. როგორ მოდიან იცით? პერიოდულად. სავსე იყო, რა მანქანა გინდა რომ არ ყოფილიყო. ერთი ათი წუთია რაც გაიყვანეს. პიკაპებით იყვნენ, ჯიპებით, თავის ამბულატორიით,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.