17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
20 ივნისს დაკავებულთა საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 41 ბრალდებული გათავისუფლდა 

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა პროცესები სააპელაციო სასამართლოში 11 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. სამმა მოსამართლემ სულ 41 პირის საქმე განიხილა.

ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისთვის 12-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სააპელაციო სასამართლომ მათ პატიმრობა ოთხ დღემდე შეუმცირა და დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა 2 მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდა, დანარჩენები კი სამართალდამრღვევად მაინც ცნო.

ყველაზე გვიან დასრულდა პროცესი, ლევან მურუსიძის მოსამართლეობით. დღეს იგი ადვოკატ ბექა ბასილაიას საქმეზეც იმსჯელებს.

დღის ამბები