17 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
20 ივნისის ღამეს დაკავებულ ახალგაზრდებს უმძიმეს პირობებში ამყოფებენ {ფოტო}

რა პირობებში ამყოფებდნენ 20 ივნისის ღამეს დაკავებულ ახალგაზრდებს - "კურიერმა" მოიპოვა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს ბორკილების ნაცვლად პლასტმასის ხამუტები უკეთიათ და პირდაპირ საპატრულო პოლიციის ეზოში წვანან.

ვერც შენობის ეზოები და ვერც წინასწარი მოთავსების იზოლატორები დაკავებულებისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდა და რეგიონებში გადაანაწილეს.

20 ივნისს დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შშმ პირია. ის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მან აღნიშნული პირის შესახებ თელავში სხვა დაკავებულების მონახულების დროს შეიტყო. ბრალდებულს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და ითხოვდა გამაყუჩებლებს.

 

დღის ამბები