17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული

ამ წუთებში შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან პოლიცია იმყოფება. სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზება აქციას უკავშირდება.

რამდენადაც ცნობილია ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ერას მოედნიდან დაიძრნენ და ისინი შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებიან.

ისინი 21 ივნისის სისხლიან ღამეს აპროტესტებენ და უერთდებიან თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

მათი მოთხოვნები უცვლელია. მთავარი მესიჯი გახარიას გადადგომაა. ბიძინა ივანიშვილის სახლთან რამდენიმე მათგანი შიმშილობას აპირებს. ამით ისინი აცხადებენ, რომ ბიძინას ახლო მანძილიდან მიაწვდიან ხმას. 

დღის ამბები