17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
გვყავს ერთი კაცი, გადარეული ოლიგარქი, რომელიც ახლა მიმწყვდეულია კუთხეში - სერგი კაპანაძე

„სამარცხვინო მდგომარეობაა,“ - ამის შესახებ განცხადება სერგი კაპანაძემ "არჩევანში" გააკეთა. ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ნიკა მელიასთვის წარდგენილ ბრალს და აღნიშნა, რომ იურიდიულად ეს კონკრეტული საქმე გაუმართავია. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაიტანოს აქცენტები სხვა მიმართულებით და გადაარჩინოს გახარია სწორედ ამას უკავშირდება ოპოზიციისკენ ისრების გადაწევა.

„იმაზე არაფერს არ ვლაპარაკობ, რომ იურიდიულად ეს ქეისი არის სრულად გაუმართავი და შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი რაღაც გააკეთოს მთავრობამ. მაგრამ ჩვენ ხომ არ გვყავს დემოკრატიული მთავრობა. ჩვენ გვყავს ერთი კაცი, გადარეული ოლიგარქი, რომელიც როგორც უნდა ისე იქცევა. ახლა ეს ოლიგარქი არის შეშინებული, არის კრიზისში, ჰგონია, რომ კარგავს ხელისუფლებას ამის გამო მოუწია კობახიძის გადაყენება. მერე მოუწია პროპორციული სიის დათმობა და ახლა არის როგორც კუთხეში მიმწყვდეული ერთ-ერთი არსება. ახლა ჩათვალა, რომ ერთ-ერთი კარგი გამოსავალი იქნება ყურადღება გადაიტანოს არა გახარიას პასუხისმგებლობაზე, რაც არის მთავარი მოთხოვნა. ის კი არ გაუშვას სახლში, არამედ აქცენტი გადაიტანოს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.  

მისივე თქმით, პროკურატურამ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ რაღაც ძალიან დიდი და ცუდი იგეგმებოდა იმიტომ, რომ თუ ესე არ მოხდა გამოვა, რომ ძალა რომელიც გამოიყენა არის არაპროპორციული და მაშინ უნდა დაისაჯოს შს მინისტრი.

"ეს არის მინისტრი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა თვალის ჩაპაჭუნებით, ბოდიშით და არა საქმის კეთებით,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ჯალათმა მინისტრმა გასცა ბრძანება დაესახიჩრებინათ ადამიანები.

დღის ამბები