თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად აქციები იმართება შეკვეთილშიც. დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას და იმ სამართალდამცავების დასჯას მოითხოვენ, ვინც 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე უფლებამოსილებას გადაამეტა.
ამავე მოთხოვნით შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ოთხი ახალგაზრდა შიმშილობს. მათ ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. მოშიმშილეების განცხადებით, პროტესტს მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.
თბილისის მსგავსად დღეს საღამოს 07:00 საათზე აქცია შეკვეთილშიც გაიმართება.