"ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“ - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ ოპოზიციის წევრის მიმართ დამატებითი ვალდებულებები გამოიყენეს. მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.
ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული.
„ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ - განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.