20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე სისხლიანი მოვლენების დროს დაშავებულების გამოკითხვა გრძელდება.
მათ შორის არის ანა ქართლელიშვილი - ის გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა.
ქართლელიშვილი დეტალურად მოუყვა გამოძიებას, სად იდგა რუსთაველის გამზირზე დარბევის ღამეს, თუმცა ამბობს, რომ არც აქციის მონაწილეების ამოცნობა შეუძლია და არც იმ სამართალდამცველების, რომლებიც გაზის კაფსულების გამოყენებამდე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მისი თქმით, გამომძიებლები დაინტერესდნენ, გამოიყენა თუ არა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამეს პოლიციამ არაპროპორციული ძალა.
„ვიდექი კიბესთან. მოვხვდი ეპიცენტრში იმ დროს, როდესაც მოხდა შეტაკება და უშუალოდ მივიღე მრავალმხრივი დაჟეჟილობა და ნერვული შოკი. რეზინის ტყვია მე არ მომხვედრია. ტერიტორიიდან გამიყვანეს სამედიცინოს სტუდენტებ,ა და მიმიყვანეს სასწრაფოსთან. აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და ვერანაირად ვერ ამოვიცნობდი ვერც მანიფესტაციის მონაწილეს და ვერც სამართალდამცავს,“-ამბობს ანა ქართლელიშვილი.