17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"ჩარევა კონტრპროდუქტიულია" - ლარის რეკორდული გაუფასურების მიუხედავად, ეროვნული ბანკი ინტერვენციას არ აპირებს 

ლარი რეკორდულად გაუფასურდა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მთავარი საფინანსო ინსტიტუტი არანაირ ინტერვენციას არ განახორციელებს. ლარი დოლართან მიმართებაში დღეს თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურის  2.8791 ლარია, სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ღირებულება 2.95 ლარს აღწევს. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, შოკურ მდგომარეობაში ეროვნული ბანკის ჩარევა იქნება კონტრპროდუქტიული. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის რეკორდულ გაუფასურებას რუსეთიდან ფრენების აკრძალვას და ქვეყენაში რუსი ტურისტების ნაკლებობას უკავშირებს. მისი განმარტებით, ეროვნული ვალუტის კურსი პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ სტაბილურობასთან და მშვიდ გარემოსთან.

„ დღევანდელ სიტუაციაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე ლარის კურსს მოლოდინებით გადმოეცემა. მოგეხსენებათ, რომ დაანონსებული იყო ინფორმაცია, რომ მოხდება შეზღუდვა ფრენების, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ რუსეთიდან. ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი სიტუაცია მნიშვნელოვანი არის ბიზნესისთვის და ვთქვათ, ინფლაციისთვისაც და სავალუტო კურსისთვისაც. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სხვა და სხვა ფაქტორები ახდენს გავლენას. თქვენი შეკითხვა იყო აგრეთვე, რომ მოხდება თუ არა ჩარევა ეროვნული ბანკის და ინტერვენცია - ასეთ სიტუაციაში, როდესაც აი, ასეთი სახის შოკი გვაქვს ძალიან ბევრი გამოცდილება ქვეყნების მოქმედებს, რომ აი, ამ დროს ჩარევა არის კონტრპროდუქტიული,“- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 

დღის ამბები