17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ გახარია არ გადადგება - მარიამ გეგუჩაძე

„ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ გახარია არ გადადგება,“ - ეს განცხადება, მარიამ გეგუჩაძემ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე გააკეთა.

მარიამ გეგუჩაძის თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სწორედ შს მინისტრის გადადგომა წარმოადგენს.

აქციას შეუერთდა ასევე ნანკა კალატოზიშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა გააგებინონ, რომ მინისტრი უნდა გადააყენოს.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყეს. ისინი ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები