17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 100 დოლარიანები დაყარეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის სახლთან ავიდნენ, სიმბოლურად, რეზიდენციასთან ფული აყარეს. დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად, ჰაერში 100 დოლარიანები აყარეს, რომელიც იმის ნიშანია, რომ  ფული ყველაფერს არ ნიშნავს.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს ყვითელი ბარათებიც უჩვენებს, რითაც გაფრთხილება მისცეს, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს. მათი მოთხოვნა კი, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ძალაში რჩება. 

აქციის მონაწილეები დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და გიორგი გახარია არ გადადგება. დემონსტრანტებმა ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

დღის ამბები