17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
აქციის მონაწილეების მთავარი იარაღია სიმართლე, რომლითაც აუცილებლად გაიმარჯვებენ - აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება 

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მისვლამდე, აქტივისტები ტრადიციულად პარლამენტთან შეიკრიბნენ. აქცია კვლავ 19:00 საათზე დაიწყო. ძალაში რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის თაობაზე.

აქციის მონაწილეები ეხმაურებიან გახარიას განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. აქტივისტების თქმით, 20 ივნისის ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობის მხოლოდ სიტყვიერად აღება საკმარისი არ არის და მან უნდა დატოვოს თანამდებობა. აქციები კი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა. 

"აქციის მონაწილეების მთავარი იარაღია სიმართლე, სიმართლე, რომლითაც აუცილებლად გაიმარჯვებენ. გახარიას გადადგომას შეუძლია ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან და უკვე ახალი პოლიტიკური რეალობით დავიწყოთ ქვეყნის შენება,"-ამბობს გიგა მაქარაშვილი.  

19:00 საათზე პარლამენტთან დაწყებული აქცია კი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა. ივანიშვილის რეზიდენციასთან მიზანი კი აქციის მონაწილეთა თქმით, იყო სურვილი, უფრო ახლოდან მიაწვდინონ ხმა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს.

"ბიძინა ივანიშვილის სახლი არ არის, ეს არის კანტორა, საიდანაც დღეს სამწუხაროდ იმართება საქართველო. ეს არის ბიზნესცენტრი, ასე დაიწყო ამ სახლის მშენებლობა და მერე შიგნით ბატონმა დაიწყო ცხოვრება. ჩვენ სახლში არავის არ ვუვარდებით და არავის შვილების შეწუხება არ გვინდა, ჩვენ მივდივართ მმართველის კანტორასთან,"- განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დღეს კვლავ, ტრადიციულად 19:00 საათზე განახლდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები