17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
„ნეტა იყოს ზომა რომ დახვრიტონ, "- გორის რაიონულ სასამართლოში შვილის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

შვილის  მკვლელობაში  ბრალდებული არასრულწლოვნის საქმე - გორის რაიონულ სასამართლოში დაკავებულის წინა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ დღეს არასრულწლოვანი დედის მიმართ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ მსჯელობს.

პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ნათესავებს შორის კონფლიქტი მოხდა. არასრულწლოვანის  მშობლები არ ეთანხმებიან გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ბრალდებას, თითქოს მათ მომხდარის შესახებ წინასწარ იცოდნენ.

ბრალდებულის მეუღლის ნათესავები  დაკავებულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ის გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ნეტა იყოს ზომა რომ დახვრიტონ, იმიტომ, რომ შეიძლება გამოვიდეს, გამოუშვან და ცეცხლი წაგვიკიდოს, ან დახოცოს კიდევ ვიღაცეები, შეიძლება თავისებიც დახოცოს, არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ მას დედა ისე ეჯავრებოდა, ეზიზღებოდა  დედამისი, ამას არ უარყოფდა, რომ დედა ეჯავრებოდა. დედა უნდა გაემწარებინა, ეს სიტყვები ჩაწერილიც არის, როცა აღიარა და ვითხოვთ უმაღლეს ზომას“

შეახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა სოფელ აღაიანში ერთი თვის წინ მოხდა.  8 თვის ჩვილის მკვლელობა არასრულწლოვანმა დედამ აღიარა.

დღის ამბები