17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
„გახარია უნდა გადადგეს, დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ხალხს თავლები დათხარეს“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„გახარია უნდა გადადგეს, დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ხალხს თავლები დათხარეს,“ - ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულმა თემირლან მაჩალიკაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთველის გამზირზე იმყოფება, სადაც შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება.

მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას მოუწევს, რომ თანამდებობა დატოვოს.

„ახალგაზრდებს არც წვიმა აშინებთ, მგონი, არც ცუნამი შეაშინებთ. ერთი რამ ნათლად ვიცი, რომ ივანიშვილის სამფლობელოში მართლაც ცუნამია. თუ ამდენი ახალგაზრდობა ითხოვს, გახარია უნდა გადადგეს. გახარია უნდა გადადგეს. მას უნდა თუ არა, ეს მოუწევს. ნახევარზე მეტი ქვეყანა გარეთ გამოდის. მათ დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ხალხს თავლები დათხარეს, ვინც ერის წინაშე დააშავა, ყველას ვაიძულებთ, არა მარტო გახარიას, ყველას ვაიძულებთ, რომ ხელისუფლებიდან წავიდნენ, არა მარტო გახარიას, დანარჩენებსაც თვით ივანიშვილსაც,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები