ლარის გაუფასურების გამო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. მათი განმარტებით, აღნიშნული ეკონომიკური პროცესის გამო, თითქმის, 3-ჯერ იკლო მომხმარებელთა რიცხვმა. ისინი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავენ, რომ ასეთი კრიზისი ქვეყანაში ჯერ არასდროს ყოფილა. მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„ცოცხლებს კი არ ვეხვეწებით, მკვდრებს ვეხვეწებით, რომ გვიშველონ, ასე ზღვარს მიღმა ქვეყანა არასოდეს არ ყოფილა. ასეთი კრიზისი ქვეყანას არასოდეს არ ჰქონია, როგორიც დღეს. რა დავუშავეთ ასეთი? რატო გვებრძვიან?“, - ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
მოსახლეობაში ფასების მატებას კიდევ ელოდებიან. მცირე და საშუალო ბიზნესს ლარის გაუფასურების გამო განბაჟების გადასახადი მოემატათ, მათ კი, შესაბამისად, პროდუქცია გააძვირეს.