17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
აქ მდგარი თითოეული ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთელი მთავრობის - ილიკო სუხიშვილი

აქ მდგარი თითოეული ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთელი მთავრობის - ილიკო სუხიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ქორეოგრაფი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს იზიარებს და 20 ივნისის სისხლიანი ღამის დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას ითხოვს.

„რწმენა დავკარგე მე, თითქოს, იმ ხალხის, ვინც არ უფრთხილდება თავის საზოგადოებას და იმედებს. აღშფოთებული ხალხი, რომელიც დღეს დგას და იძახის, ეს რა ვნახეთო, მათ დროსაც მომხდარა ძალადობები. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ რახან მათ დააშავეს, ჩვენც შეგვიძლია, დავაშავოთ და შუაში დგას ხალხი. აქ მდგარი ხალხის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთლიანად აღებული მთავრობის და პარტიების. არ აქვს მნიშვნელობა, ბრძანება, ვინ გასცა, არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ბრძანებას შეასრულებს და მათ შინაგანად შეუძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება“, - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები