"არა ოკუპაციას" - თბილისურ პროტესტს, პარიზში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რუსეთის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და გავრილივის ღამე და რუსული პროვოკაცია გააპროტესტეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ის მოვლენებს, რაც დღეს საქართველოში ხდება. აქციის არცერთი მონაწილე პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა. ემიგრანტები აცხადებენ, რომ კომუნისტი რუსი დეპუტატები საქართველოში არ უნდა შემოეშვათ და პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტში მათთვის მთავარი ტრიბუნა არ უნდა დაეთმოთ. პარიზში მცხოვრები ქართველები ყველაზე მეტად იმას აპროტესტებენ, რომ ამ ფონზე, ანტისაოკუპაციო და ანტირუსული დემონსტრაცია ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია.