თბილისში, პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მოსაპირკეთებელი ფილა ჩამოვარდა. შემთხვევა, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და გამგეობის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ფასადის გამაგრება, სხვა ფილების ჩამოვარდნის თავიდან აცილების მიზნით.