17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო-პატრიარქი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა 

მშვიდობა აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. პატრიაქრმა პროცესებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რთული უწოდა და განაცხადა, რომ ასეთ პირობებში მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება.

„ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი. აი ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს,“-განაცხადა პატრიარქმა.

დღის ამბები