17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
"არ გავჩუმდებით, სანამ გახარია არ გადადგება" "ესე გაბრაზებული ხალხი 9 აპრილის შემდეგ არ ყოფილა," - რუსთაველზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პროტესტი მეთერთმეტე დღე - თითქმის ერთ საათში დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია დაიწყება. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გახარია! რუსთაველის გამზირზე უკვე იკრიბებიან ორგანიზატორები. მათ შორის არია მიშა მშვილდაძეც.

„დღეს კვირა დღეა, შესაბამისად აქციაც საკვირაო იქნება. მთავარ რაც ვიცით ჩვენ, ჩვენ არ გავჩუმდებით! არ გავჩუმდებით სანამ გახარია არ გადადგება. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რომ  ჩვენს სიტყვას აქვს ძალა. ჩვენს სიტყვას ელოდებიან ადამიანები, აქ იკრიბებიან და ელოდებიან ტელევიზორებთან. დღეს  კიდევ მოვლენ ადამიანები და გამოვლენ სიტყვით სცენიდან. აი ამ ერთობის დემონსტრირება გაგრძელდება მიკროფონთან რომ ეს პრინციპული საკითხია და არ დავთმობთ,“-განაცხადა მიშა მშვილდაძემ და აღნიშნა, რომ ხალხის გამარჯვების გარდა, ხვა რეალობით ეს ამბავი არ დამთავრდება.

მისივე თქმით, შეიძლება ხელისუფლებისთვის ეს პროცესები პოლიტიკური თამაშია, თუმცა ეს ასე არ არის აქციის მონაწილეებისთვის. მიშა მშვილდაძის თქმით, გახარია უნდა დამთავრდეს.

„ჩვენ არ ვვაჭრობთ, ჩვენ გვინდა რომ 20 ივნისის იყოს ბოლო ძალმომრეობის პოლიციის მხრიდან საკუთარ ხალხზე და ეს არ დამთავრდება სანამ გახარია არ წავა,“-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია იქნება შედარებით მსუბუქი. სიტყვით გამოვლენ ხელოვანები და მუსიკოსები.

„ისე როგორც ძალიან  მძიმე სამუშაო კვირის ბოლოს ხდება ხოლმე, მეორე სამსახურში ვართ, არაფერი განსაკუთრებული. ესე გაბრაზებული ხალხი 9 აპრილის შემდეგ არ ყოფილა, ვარდების რევოლუციაც კი დროში კიდევ უფრო პატარა იყო და მაშინაც დიდი ამბები მოხდა. რომ გვეგონა რომ  რაღაცეები წარსულში დავტოვეთ და გაქრა, არ გამქრალა და ის რითიც იწონებდა ეს ხელისუფლება თავს, რომ არასოდეს ხალხზე არ უძალადია, ამასაც ვეღარ ამბობენ. ებღაუჭებიან გახარიას სკამს, იმიტომ რომ ვერ ხსნიან და იმიტომ, რომ მათი დანიშნული არ არის,“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ადგილზე იმყოფება აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე. ის მოუწოდებს მოქალაქეების მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და გამოხატონ მათი პროტესტი.

„თუ ფიქრობთ რომ ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება ცვლილებები და სწრაფი ცვლილებები მაშინ უნდა მოხვიდეთ შვიდ საათზე ჩვენთან და დადგეთ ჩვენთან. სამოქალაქო ცვლილებებს ვერ ვაღწევთ მარტო ადამიანები. ეს არის გრძელვადიანი პროცესი რომელიც შიძლება მიიღწეს საზოგადოებრივი ერთობით და დღეს საქართველოს მოქალაქეები შეთანხმდნენ იმ აზრზე, რომ გიორგი გახარია არის კრიმინალი, რომელიც დაუშვებელია რჩებოდეს თანამდებობაზე,“-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

დღის ამბები