რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის აღდგენის პირობად, ბოდიშს და რუსოფობიული ტალღის შეწყვეტას ასახელებს ვალენტინა მატვიენკო. განცხადება ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ჟენევაში გააკეთა.
მატვიენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ვიღაცის კარნახით, ყველაფერს აკეთებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაწყვიტოს.
მისივე შეფასებით, სანამ თბილისში წესრიგი არ დამყარდება და რადიკალების მიერ წამოწყებული რუსოფობიული ტალღა არ დასრულდება, სალაპარაკო არაფერია.
"დაე, მოიხადონ ბოდიში იმის გამო, რაც მოხდა. მაშინ შესაძლებელია დიალოგი"- აცხადებს მატვიენკო.