17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეები - რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ექსპერტებმა იმსჯელეს

ექსპერტებმა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რუსეთიდან მომდინარე მზარდ საინფორმაციო საფრთხეებზე იმსჯელეს. დისკუსიის ერთ-ერთი საკითხი საინფორმაციო ომია, რომელსაც რუსეთი აწარმოებს.

ასევე განიხილეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ საფრთხეების შესაჩერებლად როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. იგეგმება ხელისუფლებისადმი რეკომენდაციების შემუშავებაც. შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთი" იყო.

„ჩვენი კოალიცია მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეები. ეს პირველ რიგში რუსეთიდან მოდის. ასევე ვმსჯელობთ  ამ საფრთხეებისა და არჩევნებში ჩარევის პრევენციის ზემებზეც. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სისტემა, რომელიც ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ იმუშავებს. მაგალითად რუსულმა მედიამ გუშინ უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მთავარი მტერი რუსეთი კი არა, თურქეთია. საჭიროა კონტრზომების მიღება. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კოალიცია სუვერენური არჩევნებისთვის საქართველოში“, - აცხადებს კლუბ „ღია რუსეთის“ წარმომადგენელი, იგორ კუროპტევი.

"საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" ლექტორის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ კამპანია აქტიურად მიმდინარეობს და საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო.

„საუბარი იყო მზარდ და კონკრეტულად ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და ამასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად იმიტომ, რომ ყველას გვაწუხებს ეს პრობლემა და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ კამპანია, თავად საქართველოში და მეზობელ სახელმწიფოებში,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები