17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თავბრსუხვევები დაეწყო, შაქარი დაუვარდა - რუსთაველის გამზირზე მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში რჩება

პარლამენტის წინ მოშიმშილე გოგა ლემონჯავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. ის სასწრაფო დახმარების ექიმებმა რუსთაველის გამზირიდან „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. ექიმის განაცხადები პაციენტს აღენიშნებოდა შიმშილის შედეგად განვითარებული ჰიპოგლიკემია.

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმყოფება მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ. მოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადით. უტარდება მკურნალობა. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპზე არის სტაბილური. იყო ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა ანუ ეს არის მოშიმშილე ადამიანი, რომელსაც დაუვარდა შაქარი. აღენიშნება მუცლის ტკივილი,“-განაცხადა თამარ სარიამ.

გოგა ლემონჯავა კლინიკის დატოვებისთანავე მოშიმშილეებთან დაუბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მისმა მეგობარმა გააკეთა. ლევან ლურსმანაშვილის თქმით, გოგა ლემონჯავა არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას.  

„თავბრუსხვევები დაეწყო, სისუსტე იგრძნო, ცოტა შაქარი დაბალი ჰქონდა, წნევაც ჰქონდა და მაგის გამო გადმოიყვანეს სასწრაფო გახდა აუცილებელი. პირველი შემთხვევაა რაც სასწრაფო დასჭირდა ამ შიმშილობასთან დაკავშირებით. როგორც კი გამოწერენ ჩვეულებრივად აპირებს ისევ შიმშილობის გაგრძელებას,“-განაცხადა ლევან ლურსმანაშვილმა.

ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 ადამიანი რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები