17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
პროტესტის მე-13 დღე - შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია ტრადიციულად 19:00 საათზე განახლდება

საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ისევ გრძელდება. მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს, ტრადიციულად 19:00 საათზე შეიკრიბებიან. 

უცვლელია მოთხოვნაც - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. აქციის მონაწილეების განცხადებით, არ შეწყვეტენ პროტესტს მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა.

მათივე განცხადებით, ისინი ეცდებიან საკუთარი ხმა ხელისუფლებას სხვადასხვა ფორმით მიაწოდონ.  ანონსდება გარკვეული აქტივობებიც. 

„7 საათზე ისევ ვიკრიბებით საქართველოს სამსახურში და ვაგრძელებთ აქციებს. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ვერ არკვევს ვინ გასცა ბრძანება დარბევაზე, რომელიც ვერ არკვევს საიდან აღმოაჩნდათ ტყვიები არსენალში, რომელიც აკრძალულია, რომელიც ვერ არკვევს, რატომ არ იცის სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენების ინსტრუქცია - ამ კითხვებზე ვერ გვცემს პასუხს მე-12 დღეა, ამიტომ უნდა გადადგეს,“-ამბობს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები