17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
დუმბაძეს სტატუსი შეუჩერდა - უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება

საქართველოს, უკრაინაში ახალი ელჩი ეყოლება. ვინ შეცვლის გელა დუმბაძეს და როდის ჯერ უცნობია. გელა დუმბაძეს კი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ სტატუსი შეუჩერდა და საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე დაინიშნა.

უწყების განმარტებით, ცვლილება როტაციის პრინციპიდან გამომდინარე განხორციელდა.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბატონ გელასთან კონსულტაციის შემდეგ ჩამობრძანდება საქართველოში დაინიშნება, საგანგებო დავალებათა ელჩად და გააგრძელებს საქმიანობას ცენტრალურ აპარატში. მის ნაცვლად არავინ დანიშნულა, განიხილება კანდიდატურა,“-აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

დღის ამბები