17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
აქციის ორგანიზატორს ემუქრებიან - გიგა მაქარაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქმე ეხება მისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებს. როგორც გიგა მაქარაშვილი ამბობს, მას უცხო პირები SMS შეტყობინებებს უგზავნიან და მოკვლით ემუქრებიან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 

გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ შეტყობინებას ასაჯაროებს.

შსს ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას, არის თუ არა მუქარის შემცველი შეტყობინების ავტორი იდენტიფიცირებული და დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე.

დღის ამბები