ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში - სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა.
ისინი ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ. 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.