17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
რუსეთს, როცა ეგონა, რომ საქართველოს დასავლეთისგან ჩახსნას მოახერხებდა, საზოგადოების პროტესტის გენერირება მოხდა - ანალიტიკოსები

საქართველოს ხელისუფლებამ ისე უნდა მართოს ქვეყანა, რომ ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე გრიგორი კარასინის მუქარაზე  საუბრისას. რუხაძის თქმით, მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძალიან დამოკიდებული გახდა.

გიორგი რუხაძე-ის სურათის შედეგი„პრობლემა ის კი არ არის, რომ კარასინი მუქარით საუბრობს, ან პუტინის პოლიტიკაა მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკა იმდენად არის მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე, რომ რუსეთს გაუჩნდა ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებასა და ეკონომიკაზე ზემოქმედებისთვის და სწორედ ეს უნდა იყოს საგანგაშო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ადეკვატური ნაბიჯი იქნება ის, რომ მართოს და წაიყვანოს ქვეყანა იმ მიმართულებით, რომ რუსეთზე დამოკიდებული აღარ იყოს,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების პრობლემაზე საუბრობს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია. მისი თქმით, რუსეთი უკვე დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში მომწიფებული იყო ვითარება, რათა ქვეყანაში დასავლური კურსი შეცვლილიყო.

დაკავშირებული სურათი„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით ასეთი წარმოდგენა ჰქონდა რუსეთს, რომ იმდენად ინფლიტრირებული იყვნენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში, იმდენად დიდი გავლენა აქვთ „ქართულ ოცნებასა“ და მათ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე, ჩათვალეს, რომ უკვე ყველაფერი მზად არის, რომ ნელ-ნელა საქართველო ჩაეხსნას დასავლეთს და სიმბოლური ჟესტებითაც შეუძლიათ ამის ღია დემონსტრირება გააკეთონ. სწორედ აქ მოხდა პროტესტის გენერირება, რამაც მათშიც, ალბათ, გარკვეული სიურპრიზის ელფერი იქონია და სწორედ ამიტომ თვლიან, ალბათ, რომ ეს გარედან მანიპულირებული რადიკალური ჯგუფები არიან,“ - ამბობს ბათუ ქუთელია.

გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალმა ატმოსფერომ რუსეთსა და საქართველოს შორის უკვე დაიწყო ხალხების სასარგებლოდ მუშაობა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არასტაბილურია და შესაძლებელია ხალხის მასის მიერ დაფიქრების გარეშე იყოს გაუქმებული, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე.

„როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა,” - განაცხადა კარასინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები