17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
გაკეთდა 5 ოპერაცია, აღენიშნებოდათ მოტეხილობები, ღია სახის ჭრილობები - ექიმები ჯარისკაცების გადასარჩენად იბრძვიან

ექიმები ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ჯარისკაცების გადასარჩენად იბრძვიან. შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა.

დაშავებული 12 სამხედრო მოსამსახურიდან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამმა სამხედრო მოსამსახურემ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 

სამედიცინო მენეჯერი, ირინა დოლიძე აცხადებს, რომ ზოგიერთ სამხედროს ღია სახის ჭრილობები აღენიშნება. 

„ჩვენთან გაკეთდა 5 ოპერაცია, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ, სხეულის სხვადასხვა ადგილში აღენიშნებოდათ ზოგიერთ მათგანს მოტეხილობები, ღია სახის ჭრილობები, რამდენიმე გადაყვანილია სხვა კლინიკაში დაკვირვების და მკურნალობის მიზნით. ჩვენთან რჩება სამი პაციენტი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აქვთ,“ - განაცხადა ირინა დოლიძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები