17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
იქნება მშვიდობიანი შევიწროების და შეწუხების უპრეცედენტო მასშტაბები - აქციის ორგანიზატორი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას „შვიდობიან შევიწროებას“ უანონსებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ ჩატარდება.

ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებას მომიტინგეების მთავარ მოთხოვნას სხვადასხვა ხერხით შეახსენებენ.

„ნუ ეგონება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ჩვენი აქციები მხოლოდ აქ იმართება. ეს იქნება მშვიდობიანი შევიწროების და შეწუხების უპრეცედენტო მასშტაბები, რომელსაც თქვენთვის ვგეგმავთ,“ - აღნიშნა ნოდარ რუხაძემ.

პარლამენტის წინ აქცია მეცამეტე დღეა, მიმდინარეობს. მომიტინგეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ისინი 20 ივნისის სისხლიან ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.

დღის ამბები