გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დამეკავშირებინა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქციისთვის - ეს განცხადება 22 წლის ნიკა გვაზავამ "კურიერთან" გააკეთა.
ახალგაზრდამ კვირას, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სპონტანურად გადაწყვიტა შეყვარებულისთვის ხელი პირდაპირ იმ ტრიბუნასთან ეთხოვა, სადაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს.
„სპონტანურად მივიღეთ, უცბად მოხდა, აქციაზე მოვედით და უცბად სცენაზე ავედი, ბეჭედი მქონდა ნაყიდი და გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დამეკავშირებინა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქციისთვის, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა და ჩვენი პატარა ისტორია დაგვეწერა ქვეყნის დიდ ისტორიასთან ერთად,“ - განაცხადა ნიკა გვაზავამ.
სალომე გოჩოლეიშვილი ამბობს, რომ მისი შეყვარებულის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო და ვერ წარმოიდგენდა მსგავს ნაბიჯს.
ახლგაზრდა წყვილი ამბობს, რომ ის მოთხოვნა, რისთვისაც ისინი აქციაზე მუდმივად დადიან, შესრულდება და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას დატოვებს. მათი თქმით,ა დიდ ბრძოლაში წვლილს თავადაც შეიტანენ.