რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. ცოტა ხანში, მოქალაქეები იქ შეკრებას დაიწყებენ, რათა საკუთარი მოთხოვნა ისევ გააჟღერონ. დღეს აქციის რიგით მე-14 დღეა და აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პარლამენტის წინ მდებარე ტრიბუნიდან, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი. თათუშა არველაძის თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება.
„ერთად მოვუწოდოთ გიორგი გახარიას, რომ მოისმინოს ხალხის ძალიან სამართლიან მოთხოვნა, რომელსაც უვე მე-14 დღეა, ვითხოვთ. დღეს აქციას შემოუერთდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის სამსახურში დადიან შვიდ საათზე, ხვალ უკვე იგეგმება ძალიან მასშტაბური პროტესტი. პროტესტს უერთდებიან ქართველი მუსიკოსები და ესტრადის წარმომადგენლები ერთიანდებიან ანტი ოკუპაციის მესიჯით. მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ - ეს იქნება მთავარი მესიჯი ხვალინდელი კონცერტ-პროტესტის. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მოქალაქეების სრული უმრავლესობის მოთხოვნას“ - ამბობს თათუშა არველაძემ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხვალ იგეგმება მასშტაბური პროტესტი, რომელსაც ქართველი მუსიკოსებიც შეუერთდებიან. გიგა მაქარაშვილის თქმით, შაბათს კი გაიმართება მასშტაბური მარში.
„გაგვაერთიანა იმ საფუძვლიანმა გაბრაზებამ, რომელიც გამოიწვია ჯერ ერთი, გავრილოვის ჩასმამ იმ სავარძელში და მერე უკვე უარესი მოხდა, როცა გახარიამ დამიზნებით ბრძანების და ნადირობის ბრძანება გასცა. საქმე არის იმაში, რომ შაბათობით, როცა უქმე იქნება და შედარებით მეტ ადამიანს ექნება დრო იმისთვის, რომ მოვიდეს მარშზე...
„ეს პროტესტი არის განწირული გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ არ ყოფილა ჯერ ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში, ესეთი მართალი პროტესტი, რომელსაც საბოლოოდ შედეგისთვის არ მიეღწიოს. მე-14 დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია დავაანონსოთ, რომ შაბათობით იქნება ხოლმე მარში“ - აცხადებს გიგა მაქარაშვილმა.