17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
სპეცრაზმელს, რომელიც 20 ივნისის დარბევას ხელმძღვანელობდა, უფლებამოსილება შეუჩერეს

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს. ყაყიჩაშვილი აქციის დარბევას ხელმძღვანელობდა, იღებდა ბრძანებას და სპეცრაზმელებს მითითებებს აძლევდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყაყიჩაშვილი გათავისუფლებული არ არის და მას უფლებამოსილება მხოლოდ დროებით, აქციის დარბევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით "კურიერმა" უშუალოდ ყაყიჩაშვილის პოზიციის დაფიქსირება სცადა, თუმცა მის სახლთან მისულ გადამღებ ჯგუფს ადგილზე არავინ დახვდა.

დღის ამბები