17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"გვესროდნენ დამიზნებით და როცა გვესროდნენ, იცინოდნენ," - 20 ივნისს დაშავებული დავით ღურწკაია, მომხდარის დეტალებს იხსენებს

"კურიერმა" რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთ დაზარალებულს მიაგნო, რომელიც სამართალდამცველებმა გამოკითხეს. დავით ღურწკაია ორი კვირის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ 20 ივნისს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ის ყვება, რომ პოლიციელთა ნაწილი რეზინის ტყვიებს მათი მიმართულებით დამიზნებით და ცინიკური გამომეტყველებით ისროდა. დავით ღურწკაიას რამდენიმე ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა.

"პოლიციამ ერთი რუსი ოკუპანტის გამო გადაამეტა ძალას და ჩაგვცხრილა როგორც ცხოველები. ჩვენზე ნადირობდნენ როგორც ცხოველებზე. ეს ისეთი რაღაცა არის, უნდა ესროლო მიწას და ასხლეტვით უნდა მოგხვდეს, მაგრამ ჩვენ გვესროდნენ დამიზნებით და როცა გვესროდნენ, იცინოდნენ,"-აცხადებს  დავით ღურწკაია. 

დღის ამბები