რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ, გაუმართლებელს და არაპროპორციულს უწოდებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური.
ფედერიკა მოგერინის უწყება ასევე თვლის, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზული გავლენას ახდენს გადაადგილების თავისუფლებაზე და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობას დამატებით სირთულეებს უქმნის.
ბრიუსელი დამატებითი ჰუმანიტარული სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, მათი მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს.