თითქმის ორწლიანი შინა პატიმრობის შემდეგ, ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის სასამართლო პროცესია დანიშნული.
სამოქალაქო აქტივისტს ცხინვალის რეჟიმი ერთდროულად სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს - მათ შორის არის ცილისწამება და მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება.
ჟურნალისტს ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ყველა საჭირო დოკუმენტი.
მეარაყიშვილი არ გამორიცხავს, რომ წინა 5 პროცესის მსგავსად, სხდომა ამჯერადაც გადაიდოს. ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს.