17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
თვალზე აფარებული ხელი - ჟურნალისტების პროტესტი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტმა ლიკა ბასილაიამ და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალზე ხელი აიფარეს.

ამ ჟესტით, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს 20 ივნისის ღამის დარბევისას დაშავებულებს და მიმდინარე მოვლენებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა.

დღის ამბები