51 წლის ასაკში, ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გავრცელა. მას წლების წინ ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ტელეწამყვანმა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი განსაკუთრებით პოპულარული საბავშვო გადაცემა "ბასტი-ბუბუზე" მუშაობით გახდა.
"რუსთავი 2" სამძიმარს უცხადებს გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახსა და მის ახლობლებს.