17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"დაუყოვნებლივ გადადგეს თვალთხარია გახარია" - შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლას თბილისსა და რეგიონებში ითხოვენ

გახარია წადი! - ამ შეძახილებით შს მინისტრის გადადგომას საპროტესტო აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ ითხოვენ.

გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია თბილისში 25 ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. მომიტინგეები პროტესტს ზებრა გადასასვლელებზე რამდენიმეწამიანი გაჩერებით აფიქსირებენ და 15-დღიანი პროტესტის მოთხოვნას ამ გზით კიდევ ერთხელ შეახსენებენ მთავრობას.

„ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა არის, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი და თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ბატონმა გახარიამ და გადადგეს. ჩვენ გავმართავთ პერმანენტულად აქციებს მანამ, სანამ არ მივაღწევთ სამართლიანობას,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

გარდა თბილისისა, გიორგი გახარიას გადადგომას ბათუმშიც მოითხოვენ. „გადადგეს გახარია“, „ივანიშვილი საქართველოს სირცხვილი,“ „თვალთხარია გახარია,“ - ამ შინაარსის ბანერებით ბათუმში აბუსერიძის ქუჩა რამდენიმეჯერ გადაკეტეს ბათუმელმა ახალგაზრდებმა. ისინი ამით სოლიდარობას უცხადებენ თბილისში გამართულ აქციებს. აქტივისტებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს ცენტრალური ქუჩა და ამ გზავნილით რეგიონიდან აცნობებენ ხელისუფლებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, დაუყონებლივ უნდა გადადგეს.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის, უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ თვალთხარია გახარია და პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებმაც იმ ღამეს ბართლომეს ღამე მოუწყო ქართველ მოსახლეობას და ქართველ ახალგაზრდებს,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

პარლამენტის წინ აქცია კი დღეს კვლავ 19:00 საათზე დაიწყება, გზანილი უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი. 

დღის ამბები