17 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ - პროტესტის მე-15 დღე რუსთაველის გამზირზე

პროტესტის მე-15 დღე - უკვე ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკოსები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს, პროტესტი არ შეწყდება.

ვინაიდან ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნას - გადადგეს გახარია, არ ითვალისწინებს, აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტი უფრო ხმამაღალი ფორმებით გამოხატონ. დღეს რუსთაველის გამზირზე მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანდებიან. პარლამენტის შენობის წინ კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. 

„საქართველოს ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მუსიკოსები ყველა თაობიდან და განსხვავებული ჟანრიდან ერთიანდებიან იმ მესიჯის გარშემო, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული. ისინი, თავისთავად, ეთანხმებიან ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.

აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, კონცერტის გამართვა იქნება კულტურული პროტესტი. აქციის ორგანიზატორები ბევრ სიურპრიზს აანონსებენ.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას სამოქალაქო სექტორი უერთდება. რუსთაველის გამზირზე იმყოფება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. 

„ამ აქციებმა, ყველაფერთან ერთად, იმასთან ერთად, რომ პრინციპში ყველამ ვნახეთ, რომ აქ ორგანიზატორები და სტუდენტები ძალიან სერიოზულად ექცევიან იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათ დააყენეს და ცდილობენ, რომ ამ მოთხოვნებს მიაღწიონ, გარდა ამისა, ისინი გვანახებენ პროტესტის ძალიან საინტერესო და კრეატიულ ფორმებს. ერთი მხრივ, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, მაგრამ მეორე მხრივ, საჩვენებელიც და ძალიან ბევრმა შეიძლება, აქედან გამოცდილებაც აიღოს, როგორ შეიძლება მშვიდობიანად გააპროტესტო და მოითხოვო მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები