17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"აქ სულელი არავინ არ არის, ჩვენ თავისუფლების იდეისთვის ვართ" - რუსთაველზე გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია-კონცერტი იმართება 

„გახარია წადი“ - რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. დღეს, რიგით მეთხუთმეტე დღეა და აქციის მონაწილეების გზავნილი ისევ უცვლელი რჩება - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

დღეს, პარლამენტის წინ, აქცია-კონცერტი იმართება და ტრიბუნას სიტყვით გამომსვლელების ნაცვლად, მუსიკოსები იკავებენ. დღეს, აქციაზე სიმღერის ხმა ისმის. რუსთველის გამზირი, ხალხის დიდი რაოდენობის გამო გადაკეტილია.

„ვიღაცებს ხომ ჰგონიათ, რომ აქ რომ ვდგავართ, სულელები ვართ, იმიტომ რომ მანიპულირებენ ჩვენით და მთელი ამბავი... მე ესე ვიტყოდი, რომ აქ სულელი არავინ არ არის, ჩვენ თავისუფლების იდეისთვის ვართ აქ, ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვართ აქ, იმისთვის რომ ჩვენი შვილები კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში ცხოვრობდნენ“ - აღნიშნა სოფო ბათილაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილიც, რომელიც აქციის მონაწილეების მოთხოვნას უერთდება.

„მე მგონი, დროა მიხვდნენ, რომ დასრულდა ის, რაც მათ ეგონათ, რომ შეეძლოთ რომ გაეგრძელებინათ, უსამართლობა, ხალხის კონტროლი, პროპაგანდა და ასე ძალიან ჩუმად, შეგვაპარეს ოკუპაცია. მე მგონი, მიხვდნენ, რომ ეს დასრულდა და მგონი მიხვდნენ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოვა“ - ამბობს ანიტა რაჭველიშვილი. 

დღის ამბები